რეზონანსი
12.01.2025

 "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ზარქუას მოქალაქემ აბუ დაბიში "მოღალატე და "სამშობლოს გამყიდველი" ეძახა. ფაქტის ასმახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

ჩანაწერში ისმის უკმაყოფილო ზარქუას პასუხიც. მან მოქალაქეს აგინა. 

მობილურით გადაღებულ კადრებში ჩანს ვიქტორ სანიკიძეც, რომელიც ტერიტორიას თავდახრილი ტოვებს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ვრცელდება მეორე ვიდეოც. ის უკვე სულ სხვა ლოკაციაზეა გადაღებული. სუფრასთან ზარქუასთან ერთად ჩანან განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი, "ოცნების" მილიონერი წევრი გოჩა ენუქიძე და გელა სამხარაული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×