
ქალბატონმა კაუმამაც კარგად ნახა, თუ რამხელა ბულინგის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ობიექტურად განწყობილი ადამიანი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
დეპუტატმა გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომელიც პია კაუმას ვიზიტს ეხება.
„ქალბატონმა კაუმამაც კარგად ნახა, თუ რამხელა ბულინგის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ობიექტურად განწყობილი ადამიანი, ეს იქნება ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ. მინდა, გამოვეხმაურო კომენტარებს, რაც ბატონი გახარიასგან მოვისმინეთ. [გახარიას პარტიის წარმომადგენლები] პირველები იყვნენ, რომლებმაც ლგბტ კანონზე გააკეთეს ასეთი განცხადება არჩევნების შემდეგ და ახლაც პირველები არიან, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო არჩევნების თავმჯდომარეს ადანაშაულებენ ქრთამის აღებაში. ეს არის მათი ვალი და ხშირად მითქვამს, რომ აგენტის ვალი არის ყველაზე რთული ვალი, რადგან რასაც გავალებენ, ის უსიტყვოდ უნდა შეასრულო“, - აღნიშნა კირცხალიამ.
გიორგი გახარია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას, ფულის სანაცვლოდ საქართველოში ვიზიტის დაგეგმვაში ადანაშაულებს.