რეზონანსი
12.01.2025

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდების ნაწილმა კარგად დაინახოს თუ რას ნიშნავდა რეალურად ავტორიტარული რეჟიმი და გაავლოს პარალელი, თუ როგორ მაღალი სტანდარტების დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობენ დღეს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მან საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს ყველაფერი ორ მიზანს ემსახურება: პირველი არის ის, რომ აღდგეს სამართლიანობა და სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ყველაფერს. მეორე - „ნაციონალური მოძრაობის“ მფლობელობაში არსებული ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები ცდილობენ ამ ახალგაზრდებს, რომელთაც ეს ყველაფერი არ ახსოვთ, დააჯერონ, თითქოს რაღაც რეჟიმის პირობებში ცხოვრობენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდების ნაწილმა კარგად დაინახოს თუ რას ნიშნავდა რეალურად ავტორიტარული რეჟიმი და გაავლოს პარალელი, თუ როგორ მაღალი სტანდარტების დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობენ დღეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×