რეზონანსი
12.01.2025

ბათუმის აქციაზე დაკავებული 12 ადამიანიდან, 6 წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ამის შესახებ ინფორაციას იურისტები "პირველებს" აწვდიან. მათი თქმით, ისინი დაკავებულებს მთელი ღამის განმავლობაში იზოლატორებში ეძებდნენ. 

დაკავებულებს შორის არის გამოცემა "ბათუმელების" დირექტორი, რომელიც ერთადერთია, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან. მზია ამაღლობელი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.

დააკავეს 12 ადამიანი, მათ შორის, ქალბატონი მზია ამაღლობელი, რომელიც სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული. მუხლი, რომელსაც მას ედავებიან, არის სსკ-ის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი. ეს გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას. ჯერ არ ვიცით უშუალოდ ბრალის შინაარსი, რადგან მას წაყენებული ბრალი არ აქვს. ამ ეტაპისთვის მზია იყენებს დუმილის უფლებას და შემდგომ უკვე დამატებით შეგვეძლება, ვისაუბროთ საკითხებზე. ოქმები არ ჩაგვბარებია, საქმის მასალებს არ ვიცნობ. საქმის მასალების შესახებ ინფორმაციას სავარაუდოდ გავიგებთ 48 საათის გასვლის შემდეგ. როგორც წესი, კანონით გათვალისწინებულია 24 საათი ამისთვის, თუმცა ამ დროს აჭიანურებენ თითქოს მტკიცებულებათა მოგროვების მიზნით, დამატებით 24 საათი ტოვებენ დაკავებულებს იზოლატორებში, - ამბოლბს ამაღლობელის ადვოკატი.  

კიდევ ერთი უფლებადამცველი ამბობს, რომ პოლიციამ ადამიანები უსაფუძვლოდ დააკავა, რადგან მოქალაქეების მხრიდან გადაცდომებს ადგილი არ ჰქონია.  

დაპატიმრებულების მდგომარეობა იყო დადებითი, უბრალოდ, ჰქონდათ ცოტა ემოციური ფონი, რადგან არ იცოდნენ, რისთვის დააკავეს. სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის გამო არიან ისინი დაკავებულები, არანაირი გადაცდომა და დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ. ვერანაირი ვიდეომტკიცებულება ვერ ექნება პოლიციას, რომ დაადასტუროს სასამართლოზე, რომ ესენი არიან სამართდალდამრღვევები. ადამიანები ძალით წაიყვანეს, ძალით ჩატენეს მანქანებში, ეს ფაქტი ჩვენს ვიხილეთ, - ამბობს ინტერესების დამცველი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში პოლიციამ 12 მოქალაქე დააკავა.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×