რეზონანსი
12.01.2025

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 16-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს და წერს, რომ ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რეალური რაოდენობა უცნობია, ვინაიდან ცეცხლის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.  

ამ დროისთვის, განადგურებულია ათასობით შენობა. ტერიტორია დაახლოებით 180 000 ადამიანმა დატოვა იძულებით. 

ტერიტორიაზე ხანძრის 11%-ით ლოკალიზება შეძლეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ახლა ბრენტ-ვუდისა და სხვა დასახლებებისკენ გავრცელდება. ლოს-ანჯელესის ოლქში ამ დროისთვის ხანძრის ექვსი  კერა მძვინვარებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×