რეზონანსი
11.01.2025

ეს კამპანია მიზანმიმართულად გრძელდება იმისთვის, რომ რადიკალიზაცია მოხდეს საზოგადოებაში, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის ჩაწერასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რაღაც მოცემულობები გაამძაფრონ, ბუნდესტაგის წარმომადგენლები არ ერიდებიან დეზინფორმაციის გავრცელებას.

„ეს კამპანია მიზანმიმართულად გრძელდება იმისთვის, რომ რადიკალიზაცია მოხდეს საზოგადოებაში. მათი მხრიდან წახალისებული იყოს ის მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ შეასრულონ ის დავალებები, რაც ლიბერალების მხრიდან, მათი პატრონების მხრიდან მომდინარეობს.

შესაბამისად, იმისთვის, რომ რაღაც მოცემულობები გაამძაფრონ, ბუნდესტაგის წარმომადგენლები არ ერიდებიან დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მიზანმიმართულია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 12 სექტემბერს ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზეც გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×