რეზონანსი
11.01.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, კურსკის რეგიონში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დააკავეს.

მანამდე, კიევში და დასავლეთში აცხადებდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის რეგულარული ჯარები რუსეთის მხარეს ომში გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდნენ.

როგორც ზელენსკი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები კიევში არიან გადაყვანილი და მათთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

„როგორც ყველა სამხედრო ტყვე, ეს ორი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას“, – დაწერა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჟურნალისტებს მათთან საუბრის საშუალება უნდა მიეცეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×