რეზონანსი
11.01.2025

ჩვენ ვართ პირველ რიგში ვალდებულები იმ ასობით ათასი ოჯახის წინაშე, რომლებმაც თავის თავზე გამოცადა ის ჩაგვრა და წამება, რაც იმ რეჟიმმა შემოგვთავაზა. არსებობს უამრავი შეკითხვა, რაზეც ამ რეჟიმს პასუხი აქვს გასაცემი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაცმოძრაობის" რეჟიმის ქმედებებს შეისწავლის.

„რატომ აღმოვჩნდით რუსეთთან ომში, რატომ მოაწერეს რეზოლუციას ხელი, სადაც ჩვენ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და ომის დაწყება. ის რეჟიმი, რაც 9 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ და ჩვენს თავზე გამოვცადეთ, ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×