რეზონანსი
11.01.2025

„ქართული ოცნების" ინიციატივა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც 2003-12 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უნდა შეისწავლოს, პოლიტიკური განხილვის თემაა.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ეს თემა საზოგადოებისთვის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.

„მათი მხრიდან, მოღალატე რეჟიმის მხრიდან კვლავ 13 წლის წინანდელ მოვლენებზე საუბარი არის უკიდურესი ცინიზმი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საზოგადოებისთვის არ წარმოადგენს ინტერესის სფეროს, რადგან დღეს ჩვენ ვართ ერთიანი ჩვენს ბრძოლაში," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×