რეზონანსი
11.01.2025

ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა" ავრცელებს.

მედიის ცნობით, სროლა ოკუპირებული სოხუმის ცენტრში მდებარე კაფე „ბისკვიტში" მოხდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეჭმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ე.წ. პოლიციამ მისი ამოცნობა და დაკავება შეძლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×