რეზონანსი
10.01.2025

"ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი შემ­ტე­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მალე შე­საძ­ლოა, სხვა ევ­რო­პულ გრან­დში ვი­ხი­ლოთ. იტა­ლი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ფაბ­რი­ციო რო­მა­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ით "კვა­რას" მი­მართ ინ­ტე­რესს გა­მო­ხა­ტავს ფრან­გუ­ლი "პარი სენ ჟერ­მე­ნი" და ტრანსფერ­ზე მუ­შა­ობს.

"ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის იან­ვრის სატ­რანსფე­რო ფან­ჯრის კარი ნამ­დვი­ლად ღიაა. პსჟ ტრანსფერ­ზე მუ­შა­ობს. "პარი სენ-ჟერ­მე­ნი" ფა­ვო­რი­ტია და უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტშია "ნა­პო­ლის­თან".

და­ახ­ლო­ე­ბით 80 მი­ლი­ო­ნი ევ­როს პა­კე­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა, "კვა­რას" მხა­რე კი პსჟ-სთან პი­რად პი­რო­ბებ­ზე აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კი კარ­გად ვი­თარ­დე­ბა", - წერს ფაბ­რი­ციო რო­მა­ნო.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ითვ, "პსჟ" მზა­დაა, ქარ­თველ ფორ­ვარდს ამ­ჟა­მინ­დელ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე 4-ჯერ მეტი თან­ხა გა­და­უ­ხა­დოს.

კვა­რა­ცხე­ლი­ას მო­მა­ვალ სა­ვა­რა­უ­დო ტრანსფერ­ზე წერს გა­მო­ცე­მა ESPN.

"ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას კვლავ სურს "ნა­პო­ლის" და­ტო­ვე­ბა. სე­რია A-ს კლუ­ბი იან­ვარ­ში მისი გაშ­ვე­ბის­თვის მზა­დაა, "ნა­პო­ლი" სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელს 80 მი­ლი­ონ ევ­როდ აფა­სებს და ახლა კი­თხვა ის­მის, თუ რო­მე­ლი კლუ­ბი მო­ი­გებს ბრძო­ლას ამ შთამ­ბეჭ­და­ვი თავ­დამ­სხმე­ლის ხელ­მო­წე­რის­თვის.

"პარი სენ-ჟერ­მენ­მა" "ნა­პო­ლის" შეს­თა­ვა­ზა გა­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ფუ­ლად თან­ხას და პლუს მო­თა­მა­შეს კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ნაც­ვლოდ, თუმ­ცა LEquipe-ის ცნო­ბით, პსჟ-ს სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია ელის “მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დის” სა­ხით, რო­მე­ლიც მზა­დაა მსგავ­სი შე­თა­ვა­ზე­ბის­თვის მარ­კუს რაშ­ფორ­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით”, - წერს ESPN.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×