რეზონანსი
10.01.2025

მმართველი გუნდის ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, სრულად ეთანხმებიან „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მსხვერპლთა ოჯახები.

2008 წელს მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მეუღლემ ციცინო შავაძემ „ქრონიკასთან" აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველაფერს თავის სახელი დაერქვას.

„ბოლოს და ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. „ნაციონალური მოძრაობა", ის ხალხი, ვინც სათავეში იყო, კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველანაირ დანაშაულზე და ეს იქნება გადამწყვეტი ყველასთვის და ყველაფრისთვის - ისტორია თავის სიტყვას იტყვის. ქართველ ხალხს ამნეზია არ დამართვია. მკვლელების პარტია, შემიძლია ასე ვუწოდო. რაც ჩვენ გამოგვატარეს და არა მარტო ჩემი ოჯახი, ჩემს გარდა ძალიან ბევრი გამწარებული ოჯახია", - აღნიშნა ციცინო შავაძემ.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×