რეზონანსი
10.01.2025

ესპანეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მიგრანტებით გადატვირთულ ნავზე, რომელიც აფრიკიდან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა, ბავშვი დაიბადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სანაპირო დაცვის ცნობით, ხალხით სავსე გასაბერი ნავი პირველად 6 იანვარს, კუნძულ ლანზაროტეს მახლობლად შენიშნეს.

სამაშველო გემის კაპიტნის თქმით, მათ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მიგრანტების ნავზე ორსული ქალი იყო. როგორც კაპიტანმა განმარტა, მაშველები მიგრანტების ნავთან მაშინ მივიდნენ, როცა ბავშვი დაახლოებით 30 წუთის დაბადებული იყო.

ბავშვი და დედა სამაშველო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×