რეზონანსი
10.01.2025

ილია თოფურიას ძმა ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას სიდნეიში 9 თებერვალს ჩაატარებს.

სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში ალექსანდრე თოფურიას მეტოქე ავსტრალიელი კოდი ჰადონი იქნება, რომელსაც შერეული ორთაბრძოლების სხვადასხვა დივიზიონში შვიდი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს. უშუალოდ UFC-ში მან ერთხელ იბრძოლა და 2024 წლის ოქტომბერში დენ არგუეტა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, 28 წლის მებრძოლს სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით ექვს ბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის ანგარიშზე ხუთი მოგება და ერთი მარცხია. უფროსი თოფურია ბოლოს 2023 წლის მაისში ჯონ სეგასს დაუპირისპირდა და ნოკაუტით სძლია.

თოფურიასა და ჰადონის ბრძოლა UFC 312-ის ეგიდით გაიმართება. ალექსანდრე შერეული ორთაბრძოლების ყველაზე წარმატებული ორგანიზაციის მეექვსე მოქმედი ქართველი სპორტსმენი გახდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×