რეზონანსი
10.01.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 11 ადამიანის სასამართლო პროცესი დაიწყო, მათ შორის, ანდრო ჭიჭინაძის და ონისე ცხადაძის.

პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ცნობილია, რომ დაცვის მხარე სასამართლოს დაკავებულების დარბაზიდან გათავისუფლებას, ალტერნატივის სახით კი გირაოს შეფარდებას სთავაზობს.

პარალელურად კი საქალაქო სასმართლოს ეზოში დაკავებულების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×