რეზონანსი
10.01.2025

აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მზადდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრის ინიციატორი რუსეთის პრეზიდენტია. 

მას სურს შეხვედრა და ჩვენ ამისთვის ვემადებით. პუტინს სურს შეხვედრა, მან ეს საჯაროდ განაცხადა და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, "როიტერის" ცნობით, ტრამპს შეხვედრის თარიღი არ დაუსახელებია. 

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ტრამპის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია, მათ ადრე განაცხადეს, რომ ამერიკის ახალ პრეზიდენს სიამოვნებით გაეუსაბრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×