რეზონანსი
10.01.2025

ჩვენ ვხედავთ, რომ ნაცმოძრაობა არის ის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის და არ ყოფნის დროსაც სისტემურად ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიას ანგრევს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

„ამიტომ ამას შესაბამისი პოლიტიკური და ამავდროულად მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სჭირდება“, - დასძენს ქადაგიშვილი.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×