რეზონანსი
09.01.2025

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის, მშვიდობის დამყარების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინადადებებს გამოეხმაურა.

უწყების პრესსპიკერის, აიხან ჰაჯიზადეს განცხადებით, ფაშინიანის არგუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს სომხეთის „კეთილი ზრახვების" დადასტურებად.

„სომხეთი ნამდვილად თუ არის დაინტერესებული მეზობლებთან მშვიდობის დამყარებით, რატომ ერიდებით ყველა შესაძლო საშუალებით პრეტენზიებზე უარის თქმის პროცესის დაწყებას ტერიტორიაზე, რომელსაც თქვენ უწოდებთ „დასავლეთ სომხეთს" და „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას?", - განაცხადა აიხან ჰაჯიზადემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×