რეზონანსი
09.01.2025

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზად არის, გამოიყენოს მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები უკრაინის წინააღმდეგ, რათა აიძულოს კიევი, ევროკავშირში რუსული გაზის ტრანსპორტირება დაუშვას.

რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს რუსეთის წიაღისეული საწვავის ექსპორტის შეფერხებას, სლოვაკეთის მთავრობა საპასუხოდ მკაცრ ზომებს მიიღებს.

2 იანვარს, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა განიხილავს ზომებს უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საპასუხოდ.

ფიცომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას „ზელენსკის მხრიდან საბოტაჟი" უწოდა და განაცხადა, რომ ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონ ევროს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×