რეზონანსი
09.01.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს.

პაპუაშვილი აქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს ნაწილს ამერიკელ ჟურნალისტთან ლექს ფრიდმანთან, სადაც უკრაინის ლიდერი საუბრობს იმაზე, რომ 1994 წელს ხელმოწერილი „ბუდაპეშტის მემორანდუმის“ შესაბამისად, აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი ოფიციალური კიევის მიერ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები იქნებოდნენ.

„ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ გული გაგიჩერდება იმის გააზრებით, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა (რასაც ზელენსკი ფარატინა ქაღალდს უწოდებს), პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს ისე, რომ უსაფრთხოების და ეკონომიკური გარანტიების მიცემა არ უნდოდათ“, - დაწერა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×