რეზონანსი
09.01.2025

„მაკკეინის ინსტიტუტმა, რომელსაც საქართველოში რევოლუციური პროექტი ჩაუვარდა, ახალი პროექტი დაწერა რომელსაც ამჯერად ერთადაერთი ბენეფიციარი ჰყავს - ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში დაუფინანსეს თბილისში ახალი ოფისი და მომსახურე შტატი.

„მაკკეინის ინსტიტუტმა, რომელსაც საქართველოში რევოლუციური პროექტი ჩაუვარდა, ახალი პროექტი დაწერა რომელსაც ამჯერად ერთადაერთი ბენეფიციარი ჰყავს - ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ამ პროექტის ფარგლებში დაუფინანსეს თბილისში ახალი ოფისი და მომსახურე შტატი. თუმცა, ვფიქრობ სხვა დონორებიც გაიკრავდნენ ჯიბეზე ხელს...

ოღონდ ეგაა, რომ პირველივე ბრიფინგზე მათმა აგენტმა-ბენეფიციარმა, რომ იტყვიან ტყაპანი მოადინა. ეს იმიტომ, რომ ნარცისიზმი და თვითგანდიდების მანია რომლისგანაც სალომე ვერა და ვერ გათავისუფლდა, ადამიანს ბევრ სისულელეს ალაპარაკებს. ჰოდა, ზურაბიშვილმაც დღეს ამ მხრივ გადაჭარბებით შეასრულა გეგმა. მის კურატორებს მაკკეინის ინსტიტუტიდან კი ვეტყოდი: „you bet on the wrong horse“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×