რეზონანსი
09.01.2025

პანელური დისკუსია ჰადსონის ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოზე თემაზე თბილისის დროით დღეს, 19 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. სალომე ზურაბიშვილი კონფერენციას თბილისიდან, ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება.

საუბრის თემა საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარებული და მიმდინარე მოვლენები, ასევე "ქართული ოცნების" კრემლთან დაახლოების პოლიტიკა იქნება.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ კონგრესმენი ჯო უილსონი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ უოლკერი, მაკკეინის  ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლორა თორნტონი, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი და ჰადსონის ინსტიტუტის  პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×