რეზონანსი
09.01.2025

მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე ბეჟან ჭკადუა და რევაზ პაკელიანი. 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები.

პროკურატურის ცნობითვე, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული, ვიქტორ სოლოვიოვი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით. მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებული - ბეჟან ჭკადუა და რევაზ პაკელიანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ბეჟან ჭკადუა დუმილის უფლებით სარგებლობს, რაც შეეხება რევაზ პაკელიანს, მას გამოძიებისთვის ჩვენება მიცემული აქვს, სადაც გარკვეულ გარემოებებზე საუბრობს, თუმცა, არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ადვოკატი ადასტურებს საქმეში ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებულ ვერსიასაც. ხოშტარიას განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, დაზარალებულები სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორები იყვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×