რეზონანსი
08.01.2025

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა. ამიერიდან დღე-ღამეში ელექტროენერგია გამოირთვება 6 საათის განმავლობაში – ოთხი საათით დღის განმავლობაში, ორით კი, ღამით.

„რუსეთის ფედერაციის ელექტროენერგიის დაზოგვის აუცილებლობის გამო, 9 იანვრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას“, – აღნიშნულია საოკუპაციო რეჟიმის ენერგეტიკული კომპანიის განცხადებაში.

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის თხოვნით, რუსეთიდან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება 23 დეკემბერს დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×