რეზონანსი
08.01.2025

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინამ რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა.

უკრაინელი სამხედროების სამიზნე ოკუპანტის ის ობიექტი გახდა, რომელიც ნავთობპროდუქტებით ენგელსის სამხედრო აეროდრომს ამარაგებს.

იერიშის შედეგად ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. „ტელეგრამ“ არხები წერენ, რომ ადგილზე ორმოცამდე აფეთქება მოხდა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, სტრატეგიული მნიშვნელობის რუსულ ობიექტზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოსა და არმიის დრონების დანაყოფის ერთობლივი ოპერაცია იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×