რეზონანსი
08.01.2025

ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი - ბოლო კუდის მოქნევა იყო ამჟამინდელი ადმინისტრაციის დე იურე სანქცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პირიქით საამაყოა, როდესაც იმისთვის სანქცირდები, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ და პირად ინტერესებს მეორე ფლანგზე ამყოფებ.

„ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. დე-ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა 3 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ეს შანტაჟის მექანიზმად გამოეყენებინათ. ის გაყინული უზარმაზარი თანხა, რომელიც მან არ გაცვალა იმაში, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო, ვერ აპატიეს. ბოლო კუდის მოქნევა იყო ამჟამინდელი ადმინისტრაციის დე იურე სანქცია. მაგრამ, ვფიქრობ, პირიქით საამაყოა, როდესაც შენს იმისთვის სანქცირდები, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ და პირად ინტერესებს მეორე ფლანგზე ამყოფებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მხოლოდ მადლიერები ვართ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×