რეზონანსი
08.01.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეუთოს საპარლამეტნო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას პოზიცია ქვეყნების სუვერენიტეტისადმი ეწინააღმდეგება ზოგი ევროპელი პოლიტიკოსის ხედვას.

„ახლა ნათელია, თუ რატომ გახდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თავდასხმების მსხვერპლი იმის გამო, რომ ის საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა: მისი პოზიცია სუვერენიტეტისადმი ეწინააღმდეგება ზოგი ევროპელი პოლიტიკოსის (და რაც ყველაზე ირონიულია, პოსტსაბჭოური, ევროკავშირის წევრი ქვეყნების) ხედვას", - დაწერა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, კაუმა პატივს სცემს ადამიანების სუვერენიტეტს, რომლებიც საკუთარ მთავრობას ირჩევენ. „ზუსტად ამას ეყრდნობა წესებზე დამყარებული თანამედროვე მსოფლიო წესრიგი, რაც, როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის აზრს მიღმაა", - დასძინა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, კაუმამ გუშინ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×