რეზონანსი
08.01.2025

ევროკავშირი არ დაუშვებს სხვა ქვეყნების თავდასხმას თავის სუვერენულ საზღვრებზე, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ისაუბრა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენება პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას არ სჯერა, რომ აშშ შეიჭრება არქტიკულ კუნძულზე, რომელიც 600 წელზე მეტია, დანიის ნაწილია.

„აშკარაა, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, მსოფლიოს სხვა ქვეყნები თავს დაესხან მის სუვერენულ საზღვრებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ", - განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა ადგილობრივ მედიასთან.

„თქვენ თუ მეკითხებით, ვფიქრობ თუ არა, რომ აშშ შეიჭრება გრენლანდიაზე, ჩემი პასუხია - არა. თუმცა შევედით თუ არა ჩვენ იმ პერიოდში, როდესაც გადარჩება ყველაზე ძლიერი? მაშინ ჩემი პასუხია - დიახ", - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.

მინისტრის თქმით, ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ იყოს დაშინებული ან ზედმეტად შეშფოთებული, თუმცა ის უნდა შეფხიზლდეს და გაძლიერდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×