
ბოლო მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 870 657 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ სტატისტიკაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში გაცემული მართვის მოწმობა ჯამში უკვე 1 656 259 მოქალაქეს აქვს.
საქსტატის ბოლო მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე ბევრი Mercedes-benz-ი, Toyota და Ford-ი მოძრაობს.
ამასთან, ყველაზე მეტი ავტომობილი რუხი ფერის არის, მეორე ადგილზეა თეთრი, ხოლო მესამეზე შავი (შემდეგ პოზიციებს ინაწილებენ ლურჯი, წითელი და მწვანე).
ამასთან, ავტომობილების 41.2% ბენზინზე მუშაობს, 19.8% დიზელზე, 9.7% ბენზინსა და აირზე ერთდროულად, 8.7% ჰიბრიდია.
წყარო: bpn.ge