რეზონანსი
08.01.2025

მოლდოვის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში ამანათების შემოწმებისას სათამაშო მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ მოლდავური მედია მოლდოვის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიება შემთხვევის გარემოებების გასარკვევად“, - ნათქვამია განცხადებაში. ამავე ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სკანირებაზე აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის ყველა მგზავრი უსაფრთხოდ არის. აეროპორტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. უწყებაში არ აკონკრეტებენ ვინ იყო სათამაშო მანქანაში აღმოჩენილი, ასაფეთქებელი მოწყობილობის მფლობელი.

PulsMedia წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამანათი უკრაინიდან იყო გაგზავნილი და დანიშნულების ადგილი თბილისი იყო.

digest.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×