რეზონანსი
07.01.2025

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა მასშტაბური ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომლებიც კომპანიის ზომიერების პოლიტიკასა და პრაქტიკას შეეხება. ცვლილება პოლიტიკური და სოციალური ლანდშაფტისა და სიტყვის თავისუფლების მოპოვების სურვილს მოჰყვა. ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ Meta სანდო პარტნიორების ფაქტების შემოწმების პროგრამას დაასრულებს და მას საზოგადოებაზე ორიენტირებული სისტემით ჩაანაცვლებს, რომელიც X"s Community Notes-ის მსგავსი იქნება.

ასევე, კომპანია ცვლის პოლიტიკური თემების მოდერაციის სისტემას, რამაც პოლიტიკური შინაარსის ამბების რაოდენობა მომხმარებელთა გვერდებზე შეამცირა.

"ფაქტჩეკერები იყვნენ პოლიტიკურად ძლიერ მიკერძოებულები და გაანადგურეს უფრო მეტი ნდობა, ვიდრე შექმნეს. ის, რაც მეტი ინკლუზიურობისთვის შეიქმნა, გამოიყენებოდა მოსაზრებებისა და განსხვავებული იდეების მატარებელი ადამიანების ჩასახშობად და ეს პროცესი ძალიან შორს წავიდა", - განაცხადა ცუკერბერგმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "მეტას" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს "ფეისბუქმა" აღიარა, რომ მათთვისაც "ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან".

"წლებია, Facebook-ის მთავარი ცენზორები ნაცმოძრაობის ხელისუფლების თანაშემოქმედები და შემდეგ ენჯეოსექტორში შეფარებული პროპაგანდისტები სერგი კაპანაძე (FactCheck) და თამარ კინწურაშვილი (MythDetector) არიან.

დღეს Facebook-მა აღიარა, რომ მათთვისაც "ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან". აღმოჩნდა, რომ ამ ენჯეობში უცხო ხელისუფლებების მიერ ჩასხმული მილიონები, რომელსაც ასე ღიად გვამადლიან, საბჭოთა სტილის პარტიულ ცენზურაში დახარჯული ფული იყო და Facebook-ი ამ მანკიერ სისტემას აუქმებს.

ამ აღიარებით, ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რა სქემით აქციეს რადიკალურმა ოპოზიციამ, მათმა ენჯეოებმა და დამფინანსებლებმა ფეისბუკი საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად", - წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×