რეზონანსი
06.01.2025

საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს და სავარაუდოდ, ეს პროცესი შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება, - განუცხადა „ქრონიკას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ სეზონურ ვირუსებზე საუბრისას.

მისივე თქმით, გრიპის ვირუსის შემთხვევები წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია.

„ბოლო 4 კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მატულობს. დღეისთვის ის პასუხი, რასაც გვაძლევს ლუგარის ლაბორატორია მიუთითებს იმაზე, რომ მწვავე რესპირაციულ-ვირუსულ ინფექციებს შორის გრიპის ხვედრითი წილი 40%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება სწორედ გრიპით გამოწვეული, ეს არის როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე შემთხვევები ამბულატორიულ პრაქტიკაში. რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოში დომინანტური ვირუსია.

მომდევნო კვირეების განმავლობაში მატების ეს დინამიკა შენარჩუნდება და შესაძლებელია, იანვრის ბოლო გახდეს საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი შემთხვევების მაქსიმალური პერიოდი. 100 ათას მოსახლეზე გადათვლით წლევანდელი მონაცემი არ არის უფრო მეტი ვიდრე შარშან ან შარშანწინ იყო. პირიქით, 2 წლის უკან, ამავე პერიოდში, გრიპისა და გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობა ორჯერ მეტი იყო“, - განაცხადა ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×