რეზონანსი
06.01.2025

ცდილობენ, რომ ტრაგედიები გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას.

„ეს ტრაგედია, რომელიც ახლა დატრიალდა, ამასაც კი ცდილობენ, რომ როგორმე გადააბრალონ ხელისუფლებას. რა კავშირი შეიძლება იყოს, ეს ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ მაინც ცდილობენ ეს ძალიან მძიმე ტრაგედია გამოიყენონ და გადააბრალონ ხელისუფლებას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სოფელ საბერიოში ხანძარს გუშინ ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ისინი ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს. ტრაგედიაზე სპეკულაციური შეფასება გაკეთდა ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელეარხზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×