
რეჟიმის სრული იზოლაცია-"ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ “ის რაც დღეს აშშ-ის კონგრესში ხდება, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში “ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრული საერთაშორისო არენაზე უკვე ძალიან აშკარაა.“
დეკანოიძის თქმით, “ბიძინა ივანიშვილს არასდროს ექნება საერთაშორისო პარტნიორების სამართლებრივი თუ ზოგადად, მორალური ლეგიტიმაცია“.
როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, წარმომადგენლობით პალატაში და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან თავისუფლების ინსტიტუტში ხდება არალეგიტიმურობის აქტის დარეგისტრირება და ამაზე მსჯელობა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში “ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკულად საერთაშორისო იზოლაცია კი არა, დასასრული საერთაშორისო არენაზე არის უკვე ძალიან აშკარა. კონგრესში მსჯელობა არალეგიტიმურობაზე და არაღიარების აქტზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან თანამშრომლობაში დასანქცირებულ ბიძინა ივანიშვილს არასდროს ექნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სამართლებრივი თუ ზოგადად, მორალური ლეგიტიმაცია“, - განაცხადა დეკანოიძემ.