რეზონანსი
06.01.2025

რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. როგორც ექიმმა განაცხადა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.

შეგახსენებთ, ხანძარს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×