რეზონანსი
06.01.2025

"ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"რასაც პარტიებს ეძახით, ის პარტიები არაა - ბელადის, ან ფულის ტომრის პარაზიტთა საძმოებია.  ვარსებობთ ჩვენ - ფედერალისტები, რომლებიც სწორ გზაზე ვდგავართ და პარტიად შევდგებით. 

სანამ ამ თითოეულ პარტიად წოდებულს, საკუთარი ამომრჩეველი არ დაალაგებს პარტიად შიდა დემოკრატიული მექანიზმებით და ამ პარტიის სპიკერები, ამომრჩევლის წარმომადგენლებად არ გადაიქცევიან - იქამდე პარტიად ვერ შედგებიან.

ამიტომ პარტიების ძიება დაიწყეთ მათ შორის, ვის ლიდერშიფსაც ამომრჩეველი ირჩევს და არა რომელიმე ბელადი ან ფულის ტომარა. 

მიშას, ხაზარაძის და გვარამიას ლაქუცის ნიშნით შერჩეულმა ხალხმა რა პარტიობა უნდა გასწიოს, ან პოლიტიკოსობა როგორ უნდა შეძლოს? 

ეს წარმოუდგენელია." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×