რეზონანსი
06.01.2025

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„ძალიან მძიმეა ჩვენთვის ამ შინაარსის ტექსტის დაწერა.

გარდაიცვალა განათლების ფაკულტეტის სტუდენტი, გურამ კაკაშვილი. ძალიან კარგი ადამიანი.

ვიზიარებთ და ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს,“ - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

როგორც კომენტარებში წერენ ახალგაზრდა ავარიას ემსხვერპლა. სავარაუდოდ, საუბარია გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, როდესაც მსუბუქი ავტომანქანა გზის დამცავ ჯებირს შეეჯახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×