რეზონანსი
05.01.2025

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები.

წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით მიმდინარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×