რეზონანსი
05.01.2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, "ამაზე რადიკალური ოპოზიციის და მისი გარე ლობისტების მსგავსი შინაარსის კნავილი - ეს რა ქენითო, კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით, ყინული რომ იტყვიან დაიძრა".

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს, მანამდე ევროსაბჭოს გენმდივნის ალენ ბერსეს ჩამოსვლა და ამაზე რადიკალური ოპოზიციისა და მისი გარე ლობისტების მსგავსი შინაარსის კნავილი - ეს რა ქენითო, კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით, ყინული რომ იტყვიან დაიძრა. საკითხავი ისაა, მოიყოლებს თუ არა ის ქვეშ ოპოზიციას.

P.S. მანამდე იგულაონ ცოტა ხანი კიდევ რუსთაველზე", - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×