რეზონანსი
05.01.2025

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას საქართველოში ვიზიტმა ოპოზიციის სრული ლუსტრაცია მოახდინა. წარმოუდგენელია, ოპოზიციური ლიდერების პოზიცია, რომლებიც კაუმას საქართველოში ვიზიტის გაუქმებას სთხოვენ, ცალკეული განცხადებების გარდა, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ პია კაუმას ოფიციალური, ერთობლივი წერილი მისწერა, სადაც კაუმას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ, - ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტი ერთგვარი სიგნალია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ აღიარონ და ითანამშრომლონ საქართველოს ლეგიტიმურ, მოქმედ ხელისუფლებასთან.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმას საქართველოში ვიზიტმა ოპოზიციის სრული ლუსტრაცია მოახდინა. წარმოუდგენელია, ოპოზიციური ლიდერების პოზიცია, რომლებიც კაუმას საქართველოში ვიზიტის გაუქმებას სთხოვენ, ცალკეული განცხადებების გარდა, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ პია კაუმას ოფიციალური, ერთობლივი წერილი მისწერა, სადაც კაუმას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ. პარალელურად გააქტიურდნენ, ოპოზიციის სატელიტი ცალკეული ევროპარლამენტარები, რომლებიც ვიზიტს ნაჩქარევს უწოდებენ და მცდარ ნაბიჯად წარმოაჩენენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა საქართველოში ვიზიტი ერთგვარი სიგნალია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, აღიარეთ და ითანამშრომლეთ საქართველოს ლეგიტიმურ, მოქმედ ხელისუფლებასთან! სწორედ ეს აფრთხობს ოპოზიციას, ისინი ხვდებიან, რომ შორდებიან მთავარ მიზანს, რასაც რიგგარეშე არჩევნები/რევოლუცია ჰქვია.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩატარებულ არჩევნები ობიექტურად შეაფასა და მაღალი შეფასება მისცა, ოპოზიციას სიმართლე და ობიექტურობა აშინებს, რაც ვიზიტის მიმართ მათ ნეგატიურად განაწყობებს ხსნის.

ადრე თუ ოპოზიცია, ევროპის კაბინეტებში მალულად დარბოდა და საქართველოს სანქცირებას, კანდიდატის სტატუსის არ მიცემას და ა.შ. ითხოვდა, ახლა მათ სახელმწიფოსთან ღია კონფრონტაცია აირჩიეს, რაც ოპოზიციის დიაგნოზია! ოპოზიცია არსებული კონფიგურაციით ბოლო დღეებს ითვლის, ამიტომ „ვა ბანკზე“ წავიდნენ და სახელმწიფოს, ქართველ ხალხს ღიად დაუპირისპირდნენ“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×