რეზონანსი
05.01.2025

ირაკლი კობახიძე საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს.

„წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა.

საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას”, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×