რეზონანსი
05.01.2025

მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში სამძებრო-დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ. ინფორმაციას "სვანეთის სათემო რადიო" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სოფელ ნაკრას ასახვევთან გატაცებული მანქანაა ნაპოვნი, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, სისხლის კვალი აღენიშნება. ასევე ნაპოვნია ცოლი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში, ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ეჭვმიტანილების ვინაობა, რომლებსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს, ჯერჯერობით უცნობია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×