
"ძლიერი საქართველოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ კონგრესი ქართველ ხალხს მხარს განგრძობითად დაუჭერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ კონგრესი "მეგობარ აქტს" მიიღებს და მას "ოცნების" არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე დამანგერევლი ეფექტი ექნება.
კონგრესი დაუჭერს მხარს განგრძობითად ქართველ ხალხს და ჩვენს დემოკრატიულ ბრძოლას. დღეს ჩვენ, როგორც ერი, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ვართ ცნობილი როგორც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ყველაზე საბაზისო უფლებისთვის მებრძოლი ხალხი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კონგრესი მიიღებს ამ აქტს და ამ აქტს ექნება ძალიან დიდი გავლენა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის სრულ და საბოლოო ჩამომსხვრევასა და დასამარებაზე, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
შგახსენებთ, რომ ჯო უილსონის ხელახლა ინიცირებული "მეგობარი აქტი" უკვე წარმომადგენელთა პალატაშია. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ამჯერად "ოცნების" ყველა წევრის და მათი ოჯახის წევრების სანქცირებას მოითხოვს.
ისედაც სანქცირებული რეჟიმისთვის სანქციების წრე მაქსიმალურად ფართოვებდა.