რეზონანსი
04.01.2025

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს და თანამშრომლებს ანაზღაურება გაეზარდათ. ამას ითვალისწინებს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხის, შრომის ანაზღაურების ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის შესახებ" ახალი განკარგულება.

კერძოდ, 2024 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 12 410 ლარით განისაზღვრა. მოადგილის ანაზღაურება თვიურად 11 534 ლარი იქნება, მდივნის - 11 388 ლარი, კომისიის წევრების კი 9 928-9 928 ლარი.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნისა და კომისიის წევრების, ჯამში 13 ადამიანის ანაზღაურება თვის განმავლობაშიო ბიუჯეტს 134 612 ლარი დაუჯდება.

აღნიშნული ცვლილება ცესკოს 2024 წლის 17 დეკემბრის განკარგულებაში შევიდა. ამ განკარგულების მიხედვით, ცესკოს ხელმძღვანელ პირთა რაოდენობა 13-ს შეადგენდა, თანამდებობრივი სარგოსთვის კი მათზე ბიუჯეტიდან 122 626 ლარი იყო გამოყოფილი.

17 დეკემბრის განკარგულებით, ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 11 305 ლარი იყო, მოადგილის - 10 507, მდივნის - 10 374, კომისიის წევრების კი 9 044 - 9 044 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ახალი განკარგულებით მთლიანად ცესკოს თანამშრომლების ხელფასებზე თვის განმავლობაში 549 252 ლარი დაიხარჯება, 17 დეკემბრის დოკუმენტის მიხედვით კი სახელფასო ფონდი 475 608 ლარს შეადგენდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×