რეზონანსი
04.01.2025

ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს დაკვეთით ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ფრანგების უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომას, - იუწყება ფრანგული მედია.

Odoxa-Backbone Consulting-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხული ფრანგების 61% მხარს უჭერს ემანუელ მაკრონის გადადგომას, რაც 2%-ით აღემატება დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს.

გარდა ამისა, რესპონდენტთა 65%-მა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონი დემოკრატიული ღირებულებების ერთგული არ არის.

გამოკითხვა 2-3 იანვრის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1.005 რესპონდენტმა მიიღო. ცდომილება 1.4-3.1%-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×