რეზონანსი
04.01.2025

რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ" არხ ASTRA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ტელეგრამ" არხ ASTRA-ს ცნობით, რუსეთის თავდაცვამ დრონების უმეტესობა ლენინგრადის ოლქში მდებარე „უსტ-ლუგას" საზღვაო სავაჭრო პორტის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.

ამასთან, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს ინფორმაციით, ოლქის ტერიტორიაზე 4 დრონი ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, დღეს დილით, სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს" აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×