რეზონანსი
04.01.2025

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ორი დღის წინ, „ტვ პირველი“ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას აღიარებდა. ის მიიჩნევს, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ახლა პარლამენტის კაფეტერიაში ისხდებოდნენ, გარეთ რომ ხალხი არ იდგეს.

„მას შემდეგ რაც ხაზარაძემ, აგრეთვე „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ გაგვახარეს პარტიული დაფინანსების მიღებით, რაც არალეგიტიმური პარლამენტის აღიარების ტოლფასია, ამჯერად ბანკირს დაქვემდებარებულმა „ტვ პირველმა“, ანუ ხაზარვიზიამ, გახსნა პოლემიკა, თუ რომელია ლეგიტიმური პრეზიდენტი. არადა ორი დღის წინ ერთმნიშვნელოვნად ზურაბიშვილს ცნობდნენ პრეზიდენტად მხოლოდ. როგორც ჩანს, ზოგიერთებმა გაიხსენეს შარლ მიშელი ორი და გაუდგნენ გზასა. ისე, ხალხი რომ არ იდგეს გარეთ და „ლეიბორისტებს“ რომ არ ჩაგვეყარა დასანქცირების საძირკველი, ესენი ახლა, მინიმუმ პარლამენტის კაფეტერიაში იჯდებოდნენ“, - წერს შალვა ნათელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×