რეზონანსი
03.01.2025

ყაზახეთში ასტანა-შჩუჩინსკის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 100-მდე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

ავარიის მიზეზი დიდთოვლობა გახდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მანქანების ევაკუაცია და ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შემთხვევის ადგილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მოსახლეობა უამინდობის შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×