რეზონანსი
03.01.2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიკოლოზ ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ყაველაშვილი ნიკოლოზ ლეკიშვილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ დედაქალაქის ყოფილი მერის, პარლამენტის სამი მოწვევის წევრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ნიკო ასევე იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი. თანაგრძნობას ვუცხადებ ღირსეული ქართველის - ნიკო ლეკიშვილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის სამძიმრის ტექსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×