რეზონანსი
03.01.2025

ტელეკომპანია „ბორჯომი" მაუწყებლობას აჩერებს - ინფორმაცია მათივე ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

„ტელეკომპანია „ბორჯომის" 27 წლიანი არსებობის მანძილზე, 2024 იყო ყველაზე რთული, კრიზისული და მორალური გამოწვევებით სავსე წელი. იძულებული ვართ დღეიდან დროებით შევაჩეროთ მაუწყებლობა.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თითოეულ რესპონდენტს, მაყურებელს, ონლაინ აუდიტორიას, მხარდამჭერებს, მეგობრებს, ყველას ვინც თვალს გვადევნებდა და გვგულშემატკივრობდა. გემშვიდობებით უკეთესი და ევროპული მომავლის იმედით", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×